ადვოკატი - სამივე მოწმის ჩვენება "ქოფი-ფეისთით” არის გაკეთებული, თითქოს მიტინგზე ნიკა მელია გაჰყვიროდა, მეორე „ვარდების რევოლუცია“ უნდა მოვაწყოთო - სასაცილოა

ნიკა მელიას საქმის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი სასაცილოს და ღიმილის მომგვრელს უწოდებს პროკურატურის მოწმე ნათია ბერიძის ჩვენებას, რომელმაც დღეს ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე 20 ივნისთან დაკავშირებით, სასამართლოს ჩვენება მისცა.

გარდა ნათია ბერიძისა, დღეს სასამართლოს ამავე საქმეზე ჩვენება მისცა ორმა სამართალდამცავმა - გიორგი ქურდაძემ და ნიკოლოზ დემეტრაშვილმა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე მოწმემ სასამართლოს ერთი და იგივე ჩვენება მისცა, რაც ეჭვს ბადებს, რომ ბრალდების მხარის მითითებული პოზიციებით საუბრობდნენ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე კონკრეტულად მოწმე ნათია ბერიძე დაცვის მხარის მიმართ აშკარა აგრესიას გამოხატავდა, გაავრცელა არაერთი ცრუ ინფორმაცია, კონკრეტულად ადვოკატებთან მიმართებაში.

"სამივე მოწმის ჩვენება "ქოფი-ფეისთით" არის გაკეთებული. სასამართლოზე ორი პოლიციელი და ნათია ბერიძე იყვნენ მისული. ერთსა და იგივეს იმეორებდნენ, რომ თითქოს ნიკა მელია გაჰყვიროდა მიტინგზე მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთო. თუმცა, ნათია ბერიძეს (20 ივნისის მიტინგზე) ყველაფერი აქვს გადაღებული და მაინც და მაინც, მის მიერ გადაღებულ ხუთ ვიდეო-ფაილში არ აღმოჩნდა ნიკა მელიას სიტყვები, როგორ აწყობენ "ვარდების რევოლუციას". იმ ფირებში ამის გარდა ყველაფერია. როდესაც ვკითხე, უწყვეტ ფირში რატომ არ აღმოჩნდა ის ფრაზა, რაზეც აპელირებთ, რომ ნიკა მელია თითქოს გეგმავდა მეორე "ვარდების რევოლუციას" მან ახსენა, რომ მაინც და მაინც, ამ დროს ნიკა მელია შორს იდგა, ეს ფრაზა კი ესმოდა, მაგრამ ტელეფონმა ვერ ჩაიწერა, რაც რა თქმა უნდა, სასაცილო და ღიმილის მომგვრელია", - აცხადებს კონდახიშვილი.

ცნობისთვის, როგორც მოწმე ნათია ბერიძემ განმარტა, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთ ონლაინ-მედიასაშუალებას წარმოადგენდა, ახლა კი ტელეკომპანია "პოს ტივის" ჟურნალისტია. მისი თქმით, 20 ივნისს აქციაზე "ნიკა მელიამ თქვა, შევიდეთ პარლამენტში, მეორე "ვარდების რევოლუცია" მოვაწყოთო. ხელით ანიშნებდა ხალხს, წავედით, შევიდეთო".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა