რობ პორტმანი - ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, რაც უკვე ისტორიული და ტრადიციულია

ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ეს უკვე ისტორიული და ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილია 5,7 მილიარდი დოლარი დახმარების მხრივ,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარება მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა.

„ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ კოვიდთან დაკავშირებულ ვითარებას, სენატორი შაჰინის განცხადება კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია - საქართველოს ამერიკიდან მოეწოდება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები. დღემდე საქართველომ მიიღო უკვე ამირიკის მხრიდან 20 მილიონი დოლარი კოვიდთან საბრძოლველად. ეს არის ნამდვილად ის, რასაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ხელმძღვანელობა და ჩვენ ამერიკის წარმომადგენლები. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ეს უკვე ისტორიული და ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 5,7 მილიარდი დოლარი დახმარების მხრივ, რომელიც მიმართული იყო იმისთვის, რომ საქართველოს გაეუმჯობესებინა დემოკრატიის მდგომარეობა და მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე“, - განაცხადა პორტმანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა