გიორგი ვაშაძე - საქართველო პირველად არ იქნება ნატოს სამიტზე მიწვეული, სენატორებს, ვთხოვ ოპოზიციის სახელით, რომ ეს როგორმე შევცვალოთ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის სენატორებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ის შეხვედრაზე სენატორებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებითაც მიაწვდის ინფორმაციას და კონკრეტული პოლიტიკოსების საქმეებზე დაელაპარაკება.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მაქვს საკმაოდ ბევრი საკითხი, რაზეც საუბარს ვაპირებ.

პირველი, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი და მისი შესრულება, რაღაცები იწელება და აუცილებლად გვჭირდება სენატის მხრდაჭერა.

მეორე, ადამიანურად მინდა ვთხოვო, მოგვეხმარონ ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გათავისუფლებაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაკავებული.

მესამე, ეს არის სასამართლოს კატასტროფული მდგომარეობა, "კლანური" მმართველობა და კორუფცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს. მინდა ავუხსნა, როგორ შია დღეს ქვეყანას, რადგან ეს ორი სისტემა ძარცვავს თავიდან ბოლომდე ეკონომიკას.

ასევე, მექნება გლობალურ საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ნატო-ს სამიტი. საქართველო პირველად არ იქნება ნატო-ზე მიწვეული, ამაში ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ვთხოვ, ოპოზიციის, ჩვენი სახელით რომ ეს როგორმე შევცვალოთ. ჩრდილოეთნაკადი მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ასე რომ ბევრი საკითხი გვაქვს.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მთავარი, რომ მათი სიტყვა, განცხადება არის სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რითაც "ქართულ ოცნებას" ვაიძულებთ ხოლმე, რამე გააკეთოს. მაქვს წამოღებული გვარამიას, უგულავას, ჯაფარიძე-ხაზარაძის, ოქრუაშვილის საქმეები, ყველა ამ საქმეზე გვექნება საუბარი",- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა