შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურასთან აქციაზე დაპირისპირებისას დაკავებული 9 პირიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გენერალურ პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირიდან, 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებდენ.

აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი