ალეკო ელისაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით

ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა - შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათ ერთმანეთში პირადი ურთიერთობა გაარკვიეს.

"ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, - განცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სენატორებთან ვახშმამდე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ შეხვდნენ. ნიკა მელია ელისაშვილს მიესალმა, თუმცა ალეკო ელისაშვილს პასუხი არ დაუბრუნებია. ამის შემდეგ მელიამ და ელისაშვილმა სასტუმროს ეზოში გადაინაცვლეს და პირისპირ რამდენიმე წუთით ისაუბრეს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება