ხათუნა სამნიძე კორძაიას პარტიიდან წასვლაზე - ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა - არჩევანს პატივს ვცემ

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის თაობაზე თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სამნიძე წერს, მისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

სამნიძის თქმით, მათ შორის იდეოლოგიური უთანხმოება არ ყოფილა.

"თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა. მას შემდეგ ძალიან ვცდილობდით ორივე პოზიციების დაახლოებას. იდეოლოგიური უთანხმოება რომ არ გვქონია, გასაგებია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა. თამუნასთვის - შეუძლებელი ბლოკის პარტიის გარეშე, რომელიც ხელს მიშელის შეთანხმებას ახლაც არ აწერს. მაინც ვახერხებდით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. ტექნიკური ფრაქცია რესპუბლიკური თემების საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოწევას და გაძლიერებას ხელს ნამდვილად არ უშლის, ამაზე წინასწარ შეთანხმების გარეშე არავინ არ მოაწერდა ხელს ფრაქციას, პარტიულიც მაგიტომ არაა ეს ფრაქცია. ძალიან აქტიურად ვაპირებ ყველა ამ თემაზე მუშაობას. ძალიან რომ განვიცდით, კი გასაგებია ყველასთვის, ვინც გვიცნობს. არჩევანია. არჩევანს პატივს ვცემ", - წერს სამნიძე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ ორმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ დატოვეს. ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ახალ ოპოზიციურ ფრაქცია - „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

თამარ კორძაიას განცხადებით კი, პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო წევრის სახით განაგრძობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი