დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს -  რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან? გამოძიებას დაველოდოთ

რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რატომ დგას ეს საკითხი, რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან?, - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას, დროებით ხომ არ ჩამოშორდებოდა მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს.

როგორც ჯაღმაიძე აცხადებს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში, გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მინდა ორი სიტყვით გითხრათ იმ საქმეებზე, რომლის შესახებაც მოვისმინეთ, რომ თითქოს, აქ მძიმე დანაშაულებზე იყო საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო, ჩატარებულია ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზები, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მას ჰქონდა ექიმის დანიშნულება. თქვენ უნდა იცოდეთ, როცა ასეთ სახლში ხვდება ადამიანი, მეტ-ნაკლებად ტრავმირებულია, ამიტომ ეს აჟიოტაჟი კიდევ უფრო ძაბავს მათ, ერთად ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, მხედველობაში სულ გვქონდეს, რომ ბავშვები, მოზარდები არიან და უტაქტოდ დასმული შეკითხვა მათთვის დამაზიანებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი არის აქ და გარდა ამისა, გამოკითხვაც მიმდინარეობს, ძიებაც დაწყებულია, საქმე პროფესიონალებს მივანდოთ და დაველოდოთ, რა შედეგები იქნება. ბავშვთა სახლი 24 წლის განმავლობაში არსებობს და უამრავი ადამიანი აღიზარდა აქ და დადგა გზაზე. ამის გათვალისწინებით განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც ამ ბავშვთა სახლს უკავშირდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა მეუფე სპირიდონი გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ბავშვებს ეკითხება, უნდათ თუ არა პანსიონატში დარჩენა, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ არ იცის და „პროცესი მიდის“.

„ეს ინფორმაცია ალბათ, მივა მეუფემდე და გაითვალისწინებს. ეს არის ისეთი სტანდარტები, რომელიც შეიძლება არ ვიცოდე, ჩემი პირადი პოზიციაა, მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს, უბრალოდ, შეიძლება კარგად არ მესმის, რა სტანდარტს გულისხმობს. მე გეტყვით, ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. როცა პატარა ბავშვს ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, აი, ღობიდან გადამძვრალები ვინც იყვნენ, თუ ოდესმე საშუალება მოგეცემათ და ამ ბავშვებს გამოკითხავთ, რას განიცდიან, როცა ამას ეკითხებიან, მიხვდებით რეალურად რა არის მათზე ზეწოლა.

კითხვაზე, დროებით, ჩამოშორდება თუ არა, მეუფე სპირიდონი საქმიანობას, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეს საკითხი რატომ დგას“.

„რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რატომ დგას ეს საკითხი, რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან, გამოძიებას დაველოდოთ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დაუსაბუთებელია ყველაფერი, დაველოდოთ, პროფესიონალები მუშაობენ, არიან სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და ისინი დადებენ დასკვნას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს