პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ აქტიურ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი,რომელმაც 44.8% შეადგინა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ პროგრამას, რომელმაც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და რეფორმების დღის წესრიგზე.

შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისა და პანდემიით დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა