ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ივლისიდან კორონავირუსის მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ივლისიდან ქვეყანაში დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

„ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე.

მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.

ამისთვის შესაბამისი მარაგები დიდი ალბათობით გარანტირებულია. ამიტომაც ვემზადებით ივნისის განმავლობაში, რომ ეს ძალიან რთული, მაგრამ ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც გამყრელიძე აცხადებს, „ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა