ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ის მედიისთვის ღია იყოს

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ის მედიისთვის ღია იყოს, რათა სპეკულაციის საგნები არ არსებობდეს.

როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობამ ხელისუფლებას იმ პირობების დაკმაყოფილება მოსთხოვა, რასაც თავის დროზე „რიონის ხეობის მცველები“ ითხოვდნენ.

“დედაქალაქში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის, რომელიც მედიაციის პროცესში უნდა ჩაერთოს. ეს გაერთიანება ხელისუფლების მხრიდან არის მოწვეული, მათ მიმართეს მედიაციისთვის, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობამ სწორედ იმ პირობების დაკმაყოფილება მოითხოვა, რასაც თავის დროზე ჩვენ ვითხოვდით დიალოგისთვის და უარი გვითხრა ხელისუფლებამ. ეს პირობები იყო ბარიკადების აღება, პოლიციის გაყვანა ხეობიდან და სამუშაოების შეწყვეტა, ამის შემდეგ, რაც ეს პირობები შესრულდებოდა გაიწერებოდა კალენდარი და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებდით. ამაზე როგორც იცით, უარი გვითხრა ხელისუფლებამ და მოგვიწია ფართომასშტაბიანი აქციების გზით წავსულიყავით.

ახლა არ ვიცი, თავისივე დაძახებულ სტრუქტურას რამდენად ეტყვიან იგივეს, რაც ჩვენ გვითხრეს, რომელმაც იგივე პირობა დააყენა. ამასთან დაკავშირებით დასკვნა დაიწერება.

თუ ეს პირობები არ შესრულდება, როგორც გაერთიანების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ამ მედიაციის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისი დასკვნაც დაიწერება. თუ მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან, ეს პირობები უნდა შესრულდეს, გარკვეულ ვადას ითხოვენ, რომ ყველაფერი შეისწავლონ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ამ ყველაფერში ჩავერთვებით. შემდეგ შაბათს რამდენიმე ადამიანი თბილისში ვიქნებით, ამ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მედიისთვის ეს პროცესი ღია და საჯარო უნდა იყოს, შემდეგ სპეკულაციის საგანი რომ არ დარჩეს ამ შეხვედრაზე “, - აღნიშნავს გოლეთიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს