მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს

გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან "ქართული ოცნება" ჩამოაცილოს 43 - პროცენტიან მაჩვენებელს, და აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია“ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს”,

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.

2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც "ქართული ოცნების" ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას". მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.

4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, - რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია:

ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა "ნაციონალური მოძრაობის" თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს.

პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…

რაც შეეხება მომავალს - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:

რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან "ქართული ოცნება" ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, - ანუ აქაც "ნაციონალური მოძრაობის" თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:

წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს”, - წერს მდინარაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია