ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სულ 20 არასრულწლოვანია გაყვანილი

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გაყვანილია 20 ბენეფიციარი, მათ შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი.

როგორც მან ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვები გადანაწილებული არიან სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებში.

“ესენია მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მინდობითი აღზრდა. ზოგიერთი არასრულწლოვანი ამ ეტაპზე განთავსებულია ბიოლოგიურ ოჯახში. სოციალური მუშაკები ყველა სიტუაციაში ინდივიდუალურად მოქმედებენ, ადგილზე აფასებენ გარემოებებს და მათი შედარებით პასიურ როლში ყოფნა ბავშვებისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენებისგან დაცვის მიზანს, მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურებოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა