გიორგი ვაშაძე პრემიერის ანგარიშზე - მათ აღარ ექნებათ ის მარტივი ცხოვრება, რომელიც აქამდე ჰქონდათ

მათ აღარ ექნებათ ის მარტივი ცხოვრება, რომელიც აქამდე ჰქონდათ. მე მას ჰაკიმ ფაშას არ დავუძახებ იმიტომ, რომ მთავარი საკითხი ის კი არაა, მას რას დავუძახებთ, არამედ დავუსვათ კითხვები, რაც ხალხს აინტერესებს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით “ძალიან მძიმე შეკითხვები ექნებათ”.

“ჩვენ ვიქნებით ხალხის ხმა პრემიერის ანგარიშის განხილვის დროს. ვისაც სურვილი აქვს, მოგვაწოდოს შეკითხვები”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს, სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში დღეს წარედგინება.

ამავე დოკუმენტით ირაკლი ღარიბაშვილი პლენარული სხდომაზეც გამოვა. პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს ბიურო განსაზღვრავს.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა