ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩართვლით პერიოდს მოიცავს.

„საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მუშაობა დაიწყო რიგით მეორე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. პანდემიის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, თითოეულ ეტაპზე, უზრუნველყოფილ არის, როგორც საჯარო უწყებების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. პროცესი გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ფართო კონსენსუსის საგანს.

ქვეყნის ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია ეფუძნება. გარდა ამისა, სტრატეგია ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად.

„ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) დაცვის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა 2021-2025 წლების სტრატეგიისა და მისი შესრულების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს