„თიბისი“ სტარტაპერი ფესტივალის „გაუსინჯე თბილისს გემო” მხარდამჭერია

„თიბისი ბანკი“ სტარტაპერი ფესტივალის „Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო” მხარდამჭერია.როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი 5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკში გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლად გახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. „სტრიტ ფუდი“ შესთავაზეს.

„ფესტივალში სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა სტარტაპერის მონაწილე რესტორნები, კაფეები და სხვა სახის კვების ობიექტები; ასევე, ხელნაკეტი ნივთების მწარმოებელი სტარტაპები. ამ ნაბიჯით „თიბისიმ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ ბიზნესს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფესტივალ “Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემოს“. „თიბისი“ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით ფესტივალის მონაწილეებს უნაღდო ანაგარიშწორებას სთავაზობდა.

ფესტივალის მთავარი მიზანი ახალი გემოების აღმოჩენა გრძელდება, გემოს გასინჯვა მომდევნო შაბათ-კვირასაც შეგეძლებათ“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა