ნინო დოლიძე - ფილიპ რიკერი კარგად ფლობს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე- მნიშვნელოვანი არჩევნებია წინ, ვფიქრობთ, მეტი დამკვირვებელი გვეყოლება და ასეთი მესიჯიც მივიღეთ

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები დემოკრატიული კუთხით, რათა შემდგომში ქვეყნის ევროატლანტრიკურ კურსს საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვების საკითხს.

„დღეს რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ცხადია, არჩევნებზე, მართლმსაჯულებაზე და ზოგადად, იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ძალაუფლება დანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს შორის იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები უზრუნველყოფილი იყოს, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები უსმენდნენ მოქალაქეებს და მოქალაქეების საჭიროებებს პასუხობდნენ, ნაცვლად ვიწრო პარტიული ინტერესებისა. ცხადია, ჩვენი მხრიდან არჩევნებზეც იყო ყურადღება გამახვილებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ არჩევნების ძალიან ახლოს დაკვირვება, რადგან ერთგვარად რეფერენდუმის სახეც კი მისცეს ამ არჩევნებს, რადგან რიგგარეშე არჩევნებთან აკავშირებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდნენ ამ არჩევნებს და ჩემი მხრიდან ესეც იყო გაჟღერებული. წინა არჩევნების შეფასების დროს, რადგან მარტო ადგილობრივები ვიყავით უფრო ფართოდ წარმოდგენილი, გაჭირდა შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე მეთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების დაკვირვება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, ასევე რეფორმების პროცესს ახლოდან დააკვირდნენ. ჩემთვის ნიშანდობლივია ის, რომ ფილიპ რიკერი ძალინ კარგად ფლობს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათ შორის დეტალურად იცოდა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებიც. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ამას ძალიან ახლოდან აკვირდებიან. მათ პირდაპირ გვითხრეს, თქვენ ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ ეს პრობლემები, დემოკრატიული ნაბიჯები გადადგათ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროატლანტიკურ კურსზეო“,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს ბევრი უცხოელი დამკვირვებელი ეყოლება.

„როდესაც წინა არჩევნების შედეგებს ვაკეთებდით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გახსნა უბნები და არ გადათვალა, შესაბამისად, კითხვები დატოვა. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, კითხვები არ დარჩეს ხმების დათვლის დროს, თუკი რაიმე პრობლემა იქნება ამასთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გაიზარდოს უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა ამ არჩევნებზე, წინა არჩევნებზე პრობლენა კოვიდპანდემიაც იყო, ახლა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია წინ, ვფიქრობთ, მეტი დამკვირვებელი გვეყოლება და ასეთი მესიჯიც მივიღეთ“,-განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა