რევაზ სოხაძე "თბილისის ახალგაზრდული კლუბის" და კერძო სკოლის „ოპიზა“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე დღეს ეროვნული სასახლის „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ და კერძო სკოლის „ოპიზა“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს შეხვდა და პროექტს - "ერთობლივი ძალებით პლასტმასის წინააღმდეგ" გაეცნო, რომელიც თბილისის ახალგაზრდული კლუბის მიერ ხორციელდება.

როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კლუბის წევრებმა რევაზ სოხაძეს აღნიშნული პროექტისთვის დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და მათი განხორციელებისთვის გარკვეული დახმარება სთხოვეს.

მათივე ცნობით, დეპუტატი მოსწავლეებს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობას დაპირდა.

რევაზ სოხაძის, თქმით სწორედ მსგავსი საქმიანი ურთიერთობების ფარგლებშია შესაძლებელი საინტერესო იდეების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

„რევაზ სოხაძემ გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ Street art პროექტებსაც. შეხვედრაზე დეპუტატი კომიქსს გაეცნო, რომელიც პლასტმასით დაბინძურების თემატიკაზე ზემო აღნიშნული ორი კლუბის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. რევაზ სოხაძემ სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს