ალექსეი ნავალნი ციხის საავადმყოფოდან კვლავ კოლონიაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხის საავადმყოფოდან კვლავ კოლონიაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში ნავალნი 23-დღიანი შიმშილობის გამო აღმოჩნდა, რომელიც მარტში, სათანადო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით დაიწყო და 23 აპრილს შეწყვიტა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის მიმდინარე წლის დასაწყისში 3 წლით და 6 თვით პატიმრობა გაფლანგვის საქმეზე პირობითი მსჯავრის დარღვევისთვის მიუსაჯეს. თუმცა, სასჯელს შინაპატიმრობაში გატარებული დრო გამოაკლდა და საბოლოოდ მას თავისუფლების 2 წლითა და 8 თვით აღკვეთა მიესაჯა.

ნავალნი მიმდინარე წლის იანვარში მაშინ დააკავეს, როდესაც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლული პოლიტიკოსი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის