„ჯივიპი“ 8 ივნისს კალანდაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც წყალმომარაგება შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 8 ივნისს 21:00 საათიდან 9 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომრაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის ნაწილს და შესახვევებს, გორგასლის და კრწანისის ქუჩების ნაწილს; ნოდარ ტაბიძის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მირზა შაფის, ქუმსიაშვილის, ლორთქიფანიძის, ბერძნის, ეფრემ მცირის, მეფისაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა