ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ „ნაცმოძრაობა” დესტრუქციულ დღის წესრიგს ინარჩუნებს, გამოჩნდება საპარლამანტო მუშაობის დროს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობაზე რეალურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტში საქმიანობის დროს გამოჩნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციულ დღის წესრიგს ინარჩუნებს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობაზე რეალურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, პარლამენტში მათი მუშაობა სრულყოფილი ვერ იქნება.

„მათ მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავდ იმისა, რომ 7 თვის განმავლობაში უნდოდათ, სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში ჰყოლოდათ. მათი შემოსვლა და მუშაობა სრულფასოვანი ვერ იქნება, სანამ ისინი არ შემოუერთდებიან შარლ მიშელის დოკუმენტს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის გარშემო ერთიანდება პარლამენტში პოლიტიკური სპექტრი და მოუხედავად ჩვენს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, ამ დოკუმენტის სულისკვეთებით უნდა მოხდეს მთელი რიგი რეფორმების გატარება ქვეყანაში. ისინიც ამ რეფორმების კურსს უნდა შემოუერთდნენ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მაინც დესტრუქციულ დღის წესრიგს ინარჩუნებს, ეს აშკარად გამოჩნდება საპარლამანტო მუშაობის დროს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობაზე რეალურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა