ირაკლი კობახიძე - გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ივანიშვილის პროექტი - გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს, ან სხვა რამის პროექტი - ამაზე საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს მეტს

ამ ყველაფრით გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ივანიშვილის პროექტი. მაგრამ, ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს, ან სხვა რამის პროექტი. ამაზე საზოგადოება უკვე მოგვიანებით გაიგებს მეტს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შესაძლოა, პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც „სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“.

„რაც შეეხება შეფასებას - „ღალატი, მოღალატე“ ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში და რა ნაბიჯები გადადგა გიორგი გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. თუ გამოძიებას რაიმე კითხვა ექნება, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა „თავისთავად არასწორი მოვლენაა", გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც "სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად".

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო