თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაბუნიას თქმით, მინისტრი თვითიზოლაციაშია და ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. მისივე განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის მეორე დოზით აცრა ამ ეტაპზე ვერ გაუკეთდება.

„ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ბინაზე აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას. როგორც კი მას ექნება PCR პასუხი უარყოფითი, ამ შემთხვევაში დაუბრუნდება სამუშაოს. ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება რეკომენდაციები, ჯერჯერობით ახალ ინფექციაგადატანის შემთხვევაში ვაქცინაცია ჩვენთან არ კეთდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი პირველ ივნისს დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა