მასწავლებლებისათვის და მასწავლებლობის მსურველებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის საინფორმაციო შეხვედრას ელექტრონულ ფორმატში გამართავს.

შეხვედრა 9 ივნისს, 15:00 საათზე, Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას ტესტების შინაარსობრივ ნაწილსა და, ზოგადად, საგამოცდო პროცესის შესახებ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღია კარის დღეები ონლაინ ფორმატში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის დირექტორი, წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ.

ონლაინ ღია კარის დღეები 2021 წლის გამოცდების მონაწილეებისათვის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge .

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი