რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე– განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც COVID-19 პანდემიის პირობებში დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2020 წელს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის უმთავრეს მიზანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობისათვის აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანება, მოსახლეობაში სამშვიდობო ტენდენციების გაძლიერება და დევნილი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა