პრემიერი - ჩვენი წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ესაა პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს

ჩვენი წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ესაა პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიტიური ფონია და ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგება.

„თქვენ უყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას. ეს ტენდენციები მომდინარეობს. ის პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რაც წამოსულია ბიზნესიდან, ჩვენ გვაძლევს ძალიან ოპტიმისტურ საფუძველს, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე ძალიან სწრაფად ხდება. ლარი გამყარებულია, ეს ტენდენცია გრძელდება და ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას გვიქმნის, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება უკვე ძალიან სწრაფად, დაიწყო უკვე აღდგენა და 45%-იანი ზრდა ეკონომიკის აპრილის თვეში იყო, რომელიც უპრეცედენტოა, ძალიან უნიკალური შემთხვევაა და ასევე მაისში ველოდებით ჩვენ ძალიან მაღალ ზრდის შედეგს. შესაბამისად, ჩვენი წლევანდელი ზრდა ეკონომიკის იქნება 7%-ზე მეტი, ესაა პესიმისტური სცენარით დათვლილი და ოპტიმისტურით შეიძლება, 10%-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ ტურისტს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა