ირაკლი ზარქუა - ისეთი ტონალობით დაიწყო მელიამ გამოსვლა, ვიფიქრე, უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო, ხმაც ჩაეხლიჩა, წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია - არ გამოვა მისგან გმირი

ბატონო ნიკანორ, ციხეში ნაჯდომი ის ხალხია და ის გმირები, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება და ვაება გამოიარეს, თორემ თქვენგან, აბა რა გმირი უნდა გამოვიდეს?! დაჭერაც თქვენი ინიციატივა იყო, გასაღები ჯიბეში გედოთ და ბოლოს, როდესაც მიიღეთ უკრაინიდან დასტური, დაეთანხმეთ გირაოსაც და გამოხვედით,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია უკრაინის მოქალაქის ტყვეა, რომელმაც სანამ უფლება არ მისცა, პარლამენტში შესვლა ვერ გაბედა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, სჯობს ნიკა მელიამ ამნისტია მიიღოს და კოლეგებთან ერთად პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე იმუშაოს, რადგან მისგან „არც გმირი გამოვა და ვერც რევოლუციას მოაწყობს, რადგან ამის არც რესურსი და არც მორალური უპირატესობა არ აქვს“.

„მელია ისევ გაექცა სიმართლეს, სამწუხაროა, დატოვა დარბაზი. წეღანაც ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა მელიამ, რომ ვიფიქრე უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმაც ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია, იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს თვითონ. კომპლექსი აქვს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, იმ პრინციპებით, იმ თავისი ბრახუნით გულზე, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც რომ უბრძანა, შემოვიდა, მანამდე მწვანე არ ჰქონდა, ამიტომ იყო იქ. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ, დოჩანაშვილისა არ იყოს, ყოველ საღამოს ის დიდებული წამი არის ყოველთვის, როდესაც ჩავიხედებით და ყველამ ვიცით ვინ ვინ ვართ, არ გამოვა მელიასგან გმირი, იმიტომ, რომ არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცს, რომელსაც პრინციპები არ აქვს, კაცს, რომელსაც კაცური თვისებები არ აქვს, არ გამოვა მისგან გმირი. წამოგვაძახა კიდეც წეღან ციხეში ნაჯდომიო. ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ, ის ხალხია და ის გმირები, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარეს, წამება, ვაება და დოკუმენტაციაც კი მოაყოლეთ ამას, ისინი არიან გმირები, თორემ, თქვენგან აბა რა გმირი უნდა გამოვიდეს?! დაჭერაც თქვენი ინიციატივა იყო, გასაღები ჯიბეში გედოთ და ბოლოს, როდესაც მიიღეთ უკრაინიდან დასტური, დაეთანხმეთ გირაოსაც, გამოხვედით და ახლა აქ მორალს გვიკითხავთ, კაცობაზე, ვაჟკაცობაზე. არ გამოვა შენგან, არა, ტყუილად ცდილობ! ნავაჟკაცარი კაცის კიდევ არ გაიშვას... ამიტომ კიდევ სჯობია, იმ ამნისტიას დასთანხმდე, დაჯდე შენს კოლეგებთან ერთად და რეალურ გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას, ეს არის უმუშევრობა, ინფლაცია, ეს არის დასაქმება, ამაზე ვისაუბროთ. არ გამოვა შენგან გმირი, ვერც რევოლუციას განახორციელებ, არ გაქვთ არც ამისი რესურსი, არც მორალური უპირატესობა, არც გექნებათ, ეს ხომ კარგად გაიგეთ. მათ შორის, თქვენმა მხარდაჭერებმა ზურგი გაქციეს და ამიტომ იყო, რომ თითქოსდა ერთ პერიოდში თავს იწონებდით დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარე ვარო და მერე რატომღაც გადაიფიქრეთ და ახლა რატომ არ კითხეთ იმ ხალხს, თქვენს ამომრჩეველს, უნდა შემოსულიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“? ვერ კითხეთ, ვერ გაბედეთ, არც ამ შემთხვევაში ხარ გმირი, ამიტომ გმირობაზე ნუ დადებ თავს. ტყუილად წააგებ და როგორც ახლა გაიქეცი, იმიტომ, რომ სიმართლის მოსმენა არ გინდა, ასე იქნები მთელი 4 წელი“, - განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა