დავით ჭიჭინაძე - შენ დანიშნულ პრემიერს ღალატს რომ აბრალებ და ამ დროს სუს-ის უფროსი ისევ თანადებობაზე გყავს, ადეკვატურობაზე საუბარიც არ ღირს

„შენ დანიშნულ პრემიერს ღალატს რომ აბრალებ და ამ დროს სუს-ის უფროსი ისევ თანადებობაზე გყავს, ადეკვატურობაზე საუბარიც არ ღირს“, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„კობახიძე რომ დადასტურებული კლინიკაა და მხოლოდ მის ზღაპრებს ეყრდნობი - ქვეყანა იღუპება, თორემ მარტო პოლიტიკოსები ჯანდაბას... მაგრამ, ამ " მოღალატე" პრემიერის წინა პრემიერი "50 ათასი ბავშვის შიმშილის" გამო გადააყენე და თან "3 ღამე არ გეძინა ნერვიულობით", აი ხლა როგორ გძინავს, მე ის მაინტერესებს, იმ 50 ათასს ბავშვს კიდე 70 ათასი რომ დაემატა?“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ„ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს „შეშინებული კაცის ბოდვა" უწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა