შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 300-ზე მეტ გამოსაცდელს სპეციალურ პირობას შეუქმნის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2021 წელს, 300-ზე მეტ გამოსაცდელს სპეციალურ პირობას შეუქმნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს იმ აბიტურიენტის შესახებ, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას ითხოვდა.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში ცნობილი ვერც ერთი საგამოცდო ცენტრი ვერ შესთავაზებდა მას წერის დავალების ქულის დაწერას მოსმენის დავალებაში. ეს არსად ხდება. ჩვენ უკვე შევთავაზეთ მას ყველა შესაძლო ვარიანტი: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); საკუთარი სმენის აპარატის შეტანა და ისე მოსმენა, დინამიკთან ახლოს ჯდომა. პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ფიქრობდა, რომ მისთვის არც ერთი შეთავაზება არ იყო ხელსაყრელი, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, უკვე ორჯერ შევხვდით და ვფიქრობთ, რომ მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიოს და ეს სცადოს“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური პირობების შესაქმნელად უკვე იბეჭდება ტესტი ბრაილის შრიფტითა და გაზრდილი შრიფტით, იწერება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, გახანგრძლივდება საგამოცდო დრო და სხვ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა