ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობას - ნუ გვამადლით სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტას - ასეთ შემთხვევაში კითხვის ქვეშ თქვენი უფლებამოსილება დგებოდა

ნუ გვამადლით სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტას - თქვენ რომ ჩვენთვის უფლებამოსილება შეგეწყვიტათ, კითხვის ქვეშ თქვენი უფლებამოსილება დგებოდა, - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.

„თქვენ ამბობთ, რომ თურმე პარლამენტის სავარძლებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების საფუძველზე ვზივართ, თითქოს ეს თქვენი წყალობაა და ამას გვამადლით. მერწმუნეთ, თქვენ რომ ჩვენთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეგეწყვიტათ, მაშინ დადგებოდა კითხვის ნიშანი თქვენი უფლებამოსილების მიმართ, რადგან პარლამენტში 2/3 არ გეყოლებოდათ და პარლამენტი უფლებამოსილი არ იქნებოდა. ამიტომ ამას ნუ გვამადლით!“, - მიმართა ბეჟაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს.

პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა