გურამ მაჭარაშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე - კომიკური და საზოგადოების შეურაცხყოფაა, მანდატს იყენებ, მერე კი მიდიხარ და გინდა, პარლამენტის დადგენილება გააუქმო

კომიკურია და საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ გამოიყენო მანდატი და მერე მიდიხარ და გინდა, რომ გააუქმო პარლამენტის ის დადგენილება, რომელმაც უარი გითხრა უფლებამოსილების შეწყვეტაზე,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ საქმეს, საპარლამენტო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ მანდატს დახევდა, თუმცა ამის მიუხედავად რამდენჯერმე გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, რაც თავის მხრივ კომიკურს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.

„რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან თვეებისა და წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არის ამომრჩევლების გადასაწყვეტი, შემდგომ აირჩევენ თუ არა კიდევ ასეთ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არის ლეგიტიმური.

ზურაბ ჯაფარიძე იფიცებოდა, რომ მანდატს დავხევო და არ შევალ პარლამენტშიო, მაგრამ შემდგომ გამოიყენა მანდატი. კარგია რომ გამოიყენა, არავისთვის არ გვითქვამს რატომ შემოხვედითო, უბრალოდ პრინციპი შევახსენეთ. კარგია რომ გამოიყენა, მაგრამ ის არის კომიკური და საზოგადოების შეურაცხყოფა, რომ გამოიყენა მანდატი და მერე მიდიხარ და გინდა, რომ გააუქმო პარლამენტის ის დადგენილება, რომელმაც უარი გითხრა უფლებამოსილების შეწყვეტაზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა