დავით ზალკალიანი - ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკითხით უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში სახელწოდებით - Support rules-based international order.

მისი თქმით, საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი.

„ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება, ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე, ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება ნატო-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის