ხატია დეკანოიძე - ლიეტუვის პრეზიდენტთან დავაყენეთ საკითხი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანას

ლიეტუვის პრეზიდენტთან დავაყენეთ საკითხი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანას და ამაში ჩვენი მეგობრების დახმარებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ლიეტუვას პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ლიეტუვის დელეგაციის წევრებმა განუცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს.

„ჩვენი მთავარი საკითხები შეეხებოდა ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორულ დამოკიდებულებას ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პარტნიორთან, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძვის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი. პრეზიდენტთან დავაყენეთ საკითხი, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანას და ამაში ჩვენი მეგობრების დახმარებას. პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს რათა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყო საქართველოში განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როდესაც ძალიან მცირე იყო დამკვირვებელი ჯგუფები”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ამ საკითხზე მათი შეშფოთება დელეგაციის წევრებს აუხსნეს.

„პრეზიდენტთან არ ყოფილა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი საქართველოს დემოკრატიისა და მართლმსაჯულების კუთხით. თუმცა ამ საკითხზე ვისაუბრეთ დელეგაციის წევრებთან და გულწრფელად ავუხსენით, რა იყო ჩვენი მთავარი შეშფოთების საგანი. მათ შორის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა დათქმას ნიკა მელიას წინააღმდეგ”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა