შსს-ს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში მომხდარი ავარიის დროს 8 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმდებარედ ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა