საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორამციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც მარნეულის შერეული ესკადრილიიდან აფრინდა.

უწყების ცნობით, საჩვენებელი კომპონენტის შემდეგ საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

„იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 27 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთით და იარაღით.

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატო-ს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ