კახა კუჭავა - 13 ივნისი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება

2015 წლის 13 ივნისი - ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელს საქართველოს.

ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება“, - წერს კახა კუჭავა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი