მამუკა ხაზარაძე - წერილი გახარიას პრობლემა არ არის, მთლიანად „ქართული ოცნების“ პრობლემაა - ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ

წერილი გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პრობლემა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. მუქარის წერილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, სქემაში ჩართულია „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი და ასე რომ არ იყოს, ალბათ, გახარიას სამაგალითოდ დასჯიდნენ.

„ეს არის გამოძიების საკითხი, ჩვენ არ უნდა ვარჩევდეთ. მეტი რაღა უნდა ითქვას. წერილი და ანაბეჭდები არსებობს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან. არსებობს საქმე, რომელიც დაიწყო და გამოძიება არ გაგრძელებულა, არავინ დაკითხულა. არა როგორც რიგითი მოქალაქე, არამედ როგორც დეპუტატი კიდევ მივმართავ პროკურატურას, რომ ყველაფერი იციან, იცოდნენ ერთი წლის, ორი წლის წინაც. მაგრამ აქ პრობლემა იცით რაშია, გახარიას პრობლემა არ არის, აქ არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პრობლემა. ეს წერილი არ არის მარტო გახარიას წერილი, ეს არის ადამიანების გაცილებით დიდი ჯგუფი, რომლებიც უბრალოდ გაიყვნენ შუაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია ოპოზიციაში წავიდა, შეიძლება თუ არა დაიწყოს გამოძიება, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეჭვი ეპარება.

„ეს არ მაინტერესებს. ეჭვი მეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ გახარია წერილის დამწერი არ არის, მაგრამ მონაწილეა ამ სქემის. ამაში ჩართულია „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ლიდერი თუ დამფუძნებელი. ამიტომ არის პრობლემა, ასე რომ არ იყოს, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიდნენ გახარიას. სწორედ ეს არის, რომელიც აჩერებს ამ თემას ამდენი ხანია“, - ამბობს ხაზარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა