გიორგი გახარია ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრაზე - ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან მაღალი თანამდებობის პირების, სანამ გამოძიება ბოლოში არაა გასული, სწორი არ არის

ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების, სანამ გამოძიება ბოლოში არ არის გასული, არ არის სწორი,-ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეხვდა პრემიერობის დროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და აქვს თუ არა კითხვები საქმესთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საქმე პოლიტიკურ შეფერილობას იღებდა და შემდგომ მას პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებდნენ.

„ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები უნდა ჩაატაროს შესაბამისმა უწყებებმა, შსს-მ და პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებებმა. ნებისმიერი ჩართულობა, პრემიერის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების, სანამ გამოძიება ბოლოში არ არის გასული, არ არის სწორი. სამწუხაროდ, ბევრი სისხლის სამართლის საქმე გვქონია ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროდ, პოლიტიკურ შეფერილობას იღებდა და შემდგომ ამ საქმეების პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენება ხდებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ იქ, სადაც მაღალი კვალიფიკაციის და კომპეტენტური პოლიციელები, პროკურატურის თანამშრომლები იძიებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, მათ იმის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ ეს საქმე პროფესიონალურად, ბოლომდე მიიყვანონ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა