კახა კუჭავა ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს.

მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს.

შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა