ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის.

ამას პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, ყოველთვიურად მიეცემათ ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი, როგორც სახელმწიფო სპეციალური წოდებით, ისე სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი).

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დღეისათვის ორი მოსამსახურეა, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლები. ყოველთვიურად ორივე მოსამსახურისთვის გასაცემი დანამატი 253 ლარს შეადგენს.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი და ნინო იობაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი