პროკურორი - უშუალოდ მელიას მოწოდებების შემდეგ, აგრესიულად განწყობილმა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა შტურმი დაიწყო სამართალდამცავებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, უშუალოდ მელიას მოწოდებების შემდეგ, აგრესიულად განწყობილმა მოქალაქეების ნაწილმა სამართალდამცავებზე შტურმი დაიწყეს.

როგორც გულუაშვილი აღნიშნავს, პოლიციელმა დეტალურად აღწერა 20 ივნისს ნიკა მელიას მიერ განხორციელებული ქმედებები.

"მოწმემ დეტალურად ისაუბრა ნიკანორ მელიას უშუალო ქმედებებზე, მის მოწოდებებზე როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტიკულაციით, ძალადობრივ ქმედებებში უშუალო მონაწილეობაზე. მისი ჩვენებიდან განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უშუალოდ მელიას მოწოდებების შემდეგ, აგრესიულად განწყობილმა, იქ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა შტურმი დაიწყო სამართალდამცავებზე. რაც შეეხება დაცვის მხარის შეფასებას ამ მოწმის ჩვენებაზე, ეს ახალი არ არის, მსგავსი ტიპის შეფასებებს აბსოლუტურად ყველა მოწმესთან მიმართებით ვისმენთ, როცა ისინი სასამართლო სხდომათა დარბაზის შემდეგ აკეთებენ კომენტარებს. მოწმემ დეტალურად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, მან განმარტა, რომ როგორც ის, ისე მისი თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობებით შემოიყვანეს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როცა მოვლენების დაძაბვა პიკს მიუახლოვდა, როგორც პოლიციელმა განმარტა, ის ასევე გაიტაცეს კორდონიდან, დაზიანებები მიიღო დაბეჟილობების და ტვინის შერყევის სახით, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხედველობითი კონტაქტი ჰქონდა ნიკანორ მელიასთან, დაამახსოვრდა მისი ქმედებები. ბუნებრივია, ერთი ადამიანი ვერ აღწერს ყველა მომიტინგის უშუალო ქმედებებს",- განაცხადა გულუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის განცხადებას, რომ სასამართლო პროცესებზე ფაქტობრივად, პროკურორები აძლევენ მოწმეების ნაცვლად ჩვენებებს.

"დაცვის მხარემ თავად განმარტა ჩვენს ერთ-ერთ პროტესტზე, რომ ეს მე კი არა, მოწმემ თქვაო. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი მოწმის ნათქვამს გაიმეორებს, ეს ნამდვილად არ არის მინიშნება",- განაცხადა გულუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა