ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ განიხილება შესაძლებლობა, ოჯახის წევრებმა ზაზა გახელაძის მონახულება შეძლონ

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს განსახილველად, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში გადასული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

რაც შეეხება 2020 წლის 11 ივლისს, გამყოფ ხაზთან უკანონოდ დაკავებულ და ამჟამადაც უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს და ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებს, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები გრძელდება და სხვადასხვა დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

,,კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანდეს, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებით და თვითონ ის ფაქტი, რომ კონსულტაციები გრძელდება, არის მრავლისმეტყველი. ზაზას მონახულებას შეძლებენ მისი ოჯახის წევრები, როგორც მოგახსენეთ, ეს შესაძლებლობა განიხილება, დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა, ამ იდეამ ჰპოვა გამოხმაურება და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი ვიზიტის თარიღთან და ვიზიტორების რიცხვთან დაკავშირებით.

ამ საკითხში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობა მოწმობს უპრეცედენტო ინტერესს უკანონოდ დაკავებული პირების ბედის მიმართ, შესაბამისად, სხვადასხვა დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მე ვგულისხმობ დიპლომატიური არხებით, რათა ეს საკითხი აღარ გაჭიანურდეს დროში“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი და ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ანთაძის განცხადებით, განიხილეს შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს