გიგა ბოკერია პურის ფასის შესაძლო ზრდაზე - მარტივი გზაა გადასახადების შემცირება და არა მოქალაქეებისათვის კუთვნილი ფულის პატარა ნაწილის სუბსიდირებით დაბრუნება და ამის დამადლება

მარტივი გზა არის გადასახადების შემცირება და არა მოქალაქეებისათვის კუთვნილი ფულის პატარა ნაწილის სუბსიდირებით დაბრუნება და ამის დამადლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1-ელ ივლისს სრულდება და თუკი მთავრობა აღნიშნულ სუბსიდიას არ გააგრძელებს პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაიზარდოს.

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება სინამდვილეში გაცილებით მეტ ფულს იღებს სხვადასხვა გადასახადით მოქალაქეებისაგან, იყენებს მას პოლიტიკური კორუფციისათვის და პატარა ნაწილს აბრუნებს მხოლოდ ეკონომიკაში სუბსიდიის სახით, რითაც თავისთავად ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.

ამასთან ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გზა, რათა ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქოს წნეხი მოსახლეობას, ეს არის გადასახადების დაწევა, მათ შორის აქციზის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის.

„ეს განაცხადი არის მაგალითი იმ უტიფრობის, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება ჩვენ, ვითომ ეხმარება ხალხს სუბსიდირებით და თუ არ დაგეხმარებით, თქვენი ვითარება გაუარესდებაო.

რეალურად, ის ბევრად მეტ გადასახადს გვართმევს ჩვენ, მეწარმეებს, მოქალაქეებს, მომხმარებლებს და შემქმნელებს პროდუქტის, მათ შორის პურის, შემდეგ ამ ფულის დიდ ნაწილს ფლანგავს პოლიტიკურ კორუფციაზე და პატარა ნაწილს სუბსიდირებაზე აბრუნებს და ამით კიდევ უფრო ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.

მარტივი გზა არსებობს იმისათვის, რომ ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქონ წნეხი ყველას, მათ შორის ფასებზე და პურის ფასზე. ეს არის გადასახადების დაწევა, დაწყებული აქციზის გადასახადის გაუქმებით, რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვითხოვთ, გაგრძელებული ჩვენი ხედვით, საშემოსავლო გადასახადის, ქონების და მთლიანად, ეს არის გზა და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის, მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისათვის და მერე პატარა ნაწილის სუბსიდირებით დაბრუნება და ამის დამადლება“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა