„მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტი - ჩვენ განვიხილავთ საქართველოში ჩატარდეს კონფერენცია მსოფლიოს კონსერვატორი ლიდერების მონაწილეობით

ჩვენ განვიხილავთ საქართველოში ჩატარდეს კონფერენცია მსოფლიოს კონსერვატორი ლიდერების მონაწილეობით, - ამის შესახებ „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტმა ბრაიან ბრაუნმა მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ ხელმძღვანელ ლევან ვასაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბრაიან ბრაუნმა განმარტა, როდის გაიმართება აღნიშნული კონფერენცია, თარიღს ჯერ ვერ დაასახელებს. გარდა ამისა, ბრაიან ბრაუნმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ პოზიციას და მზადაა დახმარებისთვის. მისი თქმით, მისი მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებრივ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ შესახებ.

„წლების მანძილზე მინდოდა, ლევან ვასაძეს ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაეფუძნებინა. მისი ოჯახი და ის მიმაჩნია ძალიან ახლობლად. მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად შევხვდით, მიმაჩნდა, რომ ლევანი არის ლიდერი, რომელსაც მხარს დავუჭერდი. ხვალ დილით გავფრინდები სახლში და მალე დავბრუნდები თბილისში. ჩემი მიზანია, რომ შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გავავრცელო ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ შესახებ, ეს მესიჯი გზავნილი, რომ არის იმედი, ნამდვილი, კონსერვატიული დროშა აღიმართოს საქართველოში. ჩვენ გვყავს მთელ მსოფლიოში ჯგუფები, რომლებიც არიან მსოფლიო საოჯახო კონგრესის, როგორც დიდი პლატფორმის პარტნიორები“, - განაცხადა ბრაიან ბრაუნმა.

მისივე განმარტებით, ბევრ პოლიტიკურ ლიდერს იცნობს ამერიკაში და იმედოვნებს, რომ ლევან ვასაძეს დონალდ ტრამპს შეახვედრებს.

„ძალიან ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილი იმის თაობაზე, რომ ლევანს ჩამოვიყვანთ ამერიკაში, შევახვედრებთ ლიდერებს - კონგრესის წევრებს, მათ შორის ტრამპს... მთელი მსოფლიოდან მხარდაჭერის მოზიდვა არის ის, რის გაკეთებსაც ვეცდები“, - აცხადებს ბრაუნი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი