მამუკა მდინარაძე - დამთხვევები ყოველთვის ბადებს ეჭვს - „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“  პრემიერის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს, ასეთი დამთხვევები აქამდე არ იყო

თუ კონკრეტულ რომელიმე შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადგენად, ამ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება ხოლმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლო ბრალეულობაზე სამართალდამცავები მაშინ ისაუბრებენ, თუ კონკრეტული ფაქტები ექნებათ.

„პირველად გიპასუხებთ, როგორც იურისტი. თუ კონკრეტულ რომელიმე შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადგენად, ამ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება ხოლმე. მინიმუმ გონივრული ეჭვი უნდა იყოს რაღაც კონკრეტული დანაშაულის. როდესაც პოლიტიკოსები საუბრობენ ძალიან საეჭვო დამთხვევებზე, მაგალითად იმაზე, რომ 2-3 დღეს, რომელსაც ითხოვდა კონკრეტული ადამიანი გადასავადებლად იმ კონკრეტული ღონისძიების და ამ დროს იყო კონკრეტული ინფორმაცია და ის 2-3 დღე სხვა მხრიდანაც იყო გახმოვანებული, ეს არის ძალიან სერიოზული. ამაზე ჩემი აზრით, სამართალდამცავები მაშინ ილაპარაკებენ, თუ კონკრეტული რაიმე ფაქტები ექნებათ. დამთხვევები ყოველთვის ბადებს ეჭვს, ასეთი ეჭვის საფუძველი გაგვაჩნდა. ამაზე ვისაუბრებთ და ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდეც არ იყო ასეთი დამთხვევები, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს. არ იყო ასეთი დამთხვევები აქამდე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს