ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ იმედიანადაა განწყობილი - მისი ერთადერთი მიზანია, დამტკიცდეს, რომ ნამდვილად არ ჰქონია ციანიდი და არავის მოკვლას არ გეგმავდა

საკმაოდ იმედიანაა უკვე განწყობილი, ეს არის ახალი ეტაპი ამ საქმეში, - ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჯანდიერმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯანდიერის მიერ მომზადებული საჩივრის კომუნიკაცია დაიწყო.

როგორც ჯანდიერი აღნიშნავს, მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) სავარაუდო დარღვევას.

„საკმაოდ იმედიანაა უკვე განწყობილი, ეს არის ახალი ეტაპი ამ საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც, წლების განმავლობაში ცდილობს ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ის თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს და მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ, მისი ერთადერთი მიზანია სტრასბურგთან მიმართებაში, რომ დამტკიცდეს, მას ნამდვილად არ ჰქონია ციანიდი და არავის მოკვლას არ გეგმავდა. ეს არის ის მესიჯი, რომელიც მას საზოგადოებისთვის აქვს და რა შედეგსაც უნდა სტრასბურგის სასამართლოში მიაღწიოს.

სტრასბურგის სასამართლოს ძირითადი ფოკუსი და შკეითვები უკავშირდება საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესაძლო დარღვევის საკითხს. სასამართლომ პირველადი შესსწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ეს პრეტენზიები საფუძვლიანი არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია, რადგან შეჯიბრობითობით გამოირჩევა ეს პროცესი, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს საკუთარი არგუმენტები ექნება, თუ რა თქმა უნდა, მხარეთა შორის მორიგება არ მოხდა, რადგან ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა პროცედურის“, - განაცხადა ჯანდიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა