არჩილ ჩიქოვანი - ჩვენ წელს 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ და ვგეგმავთ, ეს მასშტაბები გავზარდოთ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა თამარ მეფის მესამე შესახვევში.

„გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დავამონტაჟეთ საბავშვო ატრაქციონები. დამატებით, დაგეგმილი გვაქვს ტრენაჟორების განთავსებაც. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ წელს 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ და ვგეგმავთ, ეს მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ. პროექტის ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დაიგო მწვანე კორდი, მოეწყო საფეხბურთო კარები, საკალათბურთო ფარები, ტრიბუნა და შემოიღობა ტერიტორია. მოედნის მიმდებარედ დამონტაჟდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე ჭა, დამცავი კედლების მოაჯირები, ბორდიურები და ფილები. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება,“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა