„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინტერფრაქციულ ჯგუფს შექმნიან, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე იმუშავებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ყველა ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვახერხეოთ და გავალღოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გაყინული პროცესი და ამ მიმართულებით გადაიდგას რეალური ნაბიჯები, -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტუცქიული იყო დისკუსია პარლამენტში, რომელიც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გაიმართა.

„შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები რეგულარულად იქნება. ფრქაციები „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შემდეგ კვირაში ხელს მოვაწერთ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე. ასევე, ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეროვნული პროგრამა საქართველოს განვითარების მიმართულებით, იმიტომ, რომ დეკლარაციების დრო დასრულდა. ახლა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემილი იმისათვის, რომ, ქვეყანამ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება ნატო-ში გაწევრიანების გზით. შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამით დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ განვაახლოთ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა