ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა