6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი - საქმე შეთითხნილია, წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია - ბავშვს დაზიანება არ აქვს

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი აცხადებს, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

მუხრან ღურცკაიას განცხადებით, რეალურად საქმე არის შეთითხნილი.

"იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება", - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომა დახურულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა