პარლამენტში დღეს ცვლილებებს განიხილავენ,  რომლის თანახმადაც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების გასატარებლად, მთავრობას უფლებამოსილება 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება

პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს 21 ივნისს, პარლამენტის ორი კომიტეტი - ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტები განიხილავს.

აღნიშნულ კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როცა მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. აღნიშული კი გულისხმობს, რომ 2021 წლის 1-ელ ივლისიდან აღარ იმოქმედებს პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილი დროებითი ნორმები.

“არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ გრძელდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!